ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ წინა დღეს შესწავლლი მასალის გამეორებით. ერთმანეთს გავუზიარეთ საპროექტო იდეები, რომლის დაგეგმვას და განხორციელებასაც ვაპირებთ. ტრენინგის მეორე დღეს ვისწავლეთ ბუკლეტების ელექტრონული დამზადება, კერძოდ, სათაურის გაფორმება, სურათის შერჩევა და ჩარჩოში მისი ჩასმა, ფერის მიცემა და სასურველი ფონის შექმნა.ასევე მოცემული სურათის და ჩარჩოს სასურველ ველში გადანაცვლება-გადაადგილება. მომეწონა ბუკლეტის შექმნის იდეა, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ მაგალითად, ღონისძიებების, ექსკურსიების და პროექტების განხორციელების დროს.